„პუტინმა საკუთარი თავის წინაშე დააყენა დავალება, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს მეზობლებს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ხელისუფლებაში ვერ დარჩება.“- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ბოლო 30 წელია ავტოკრატები თავიდან აღმოცენდნენ მთელ მსოფლიოში, ისინი დასდევენ და ებრძვიან დემოკრატიას და თავისუფლებას.
„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის დემოკრატიას, სადაც არის თავისუფალი არჩევანი. თავისუფალი საზოგადოება არის საფრთხის წინაშე. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. დღეს კიევი, ხარკოვი, სხვა ქალაქები იბრძვიან. გავიხსენოთ 1956 წლის უნგრეთი და 1981 წელი ჩეხოსლოვაკია, საბჭოთა ტანკებმა გადაუარეს დემოკრატიის მხარდამჭერ აქციებს. ეს ყველაფერი გაგრძელდა იქამდე, ვიდრე 1989 წელს არ დაინგრა ბერლინის კედელი და არ დაიწერა ისტორიის ახალი ფურცელი და ჩამოინგრა საბჭოთა კავშირი. ადამიანებმა გაიმარჯვეს, მაგრამ დემოკრატიისთვის ბრძოლა მაშინ არ დასრულებულა.
ბოლო 30 წელია ავტოკრატები თავიდან აღმოცენდნენ მთელ მსოფლიოში, ისინი დასდევენ და ებრძვიან დემოკრატიას, თავისუფლებას. რუსეთი ცდილობს სიმართლე მოახრჩოს. ამის გაკეთებას ცდილობს არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
პუტინმა საკუთარი თავის წინაშე დააყენა დავალება, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს მეზობლებს. პრეზიდენტი ზელენსკი არის დემოკრატიულად არჩეული, ის არის ებრაელი, მისი ოჯახი თავის დროზე ჰოლოკოსტზე გამოექცა. პუტინს ჰყოფნის სითავხედე, ამ ავტოკრატს, რომ მოახდინოს ადამიანების თავიდან დევნა.
აბრამ ლინკოლნის სიტყვები მახსენდება, „სიმართლე უფრო გაძლიერებთ“. გავაძლიეროთ დემოკრატია, გავაძლიეროთ ჩვენი ნაბიჯები ავტოკრატიის წინააღმდეგ და გვახსოვდეს, რომ ეს არის გამოწვევა თითოეული ჩვენგანისთვის.
კრემლს უნდა წარმოადგინოს ნატოს გაფართოება როგორც იმპერიალისტური პროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთს, მაგრამ არაფერი ისე შორს არ არის სიმართლისგან, როგორც ეს თეორია. მათ ეშინიათ დემოკრატიის. ნატო არასდროს არ ემუქრება არავის, მათ შორის არ ემუქრება რუსეთს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ხელისუფლებაში ვერ დარჩება.
“ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი და მკაფიო. ეს ბრძოლა მალე არ დამთავრდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა ამავე გამოსვლაში სიტყვით რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა.
„ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში დემოკრატია მოგუდა და ახლა ამის გაკეთებას ცდილობს რუსეთის ტერიტორიის გარეთ.
„რუსეთი ყოველთვის ძალადობისკენ იყო მიდრეკილი“, – დასძინა ჯო ბაიდენმა.