ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მტკივნეული დანაკარგის შესახებ წერს. აშშ-ის პრეზიდენტის გერმანული ნაგაზი სახელად ჩემპი გარდაიცვალა.
“დღეს, გულები დამძიმებული გვაქვს, რადგან ჩვენი საყვარელი გერმანული ნაგაზი, ჩემპი გარდაიცვალა. ის ჩვენი მუდმივი და საყვარელი თანამგზავრი იყო ბოლო 13 წლის განმავლობაში და მას თაყვანს სცემდა ბაიდენების მთელი ოჯახი. მაშინაც კი, როდესაც ჩამპს ბოლო თვეები ძალა ეცლებოდა, როდესაც ოთახში შევდიოდით, ის თავს მაშინვე მაღლა სწევდა, კუდის აქიცინებდა და ყურებსა და მუცელზე მოფერებას გვთხოვდა. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, მას სურდა ჩვენთან ერთად ყოფნა და ყველაფერი მართლაც, ყველაფერი უკეთესი იყო, როდესაც ის ჩვენთან იყო. მას არაფერი უყვარდა ისე ძალიან, როგორც დღის ბოლოს ბუხარის წინ, ჩვენს ფეხებთან კოტრიალი, ასევე შეხვედრებზე მშვიდად ყოფნა, ან თეთრი სახლის ბაღში მზეზე სირბილი. ჩვენ ყოველთვის ძალიან მოგვენატრება ის“, – წერს ჯო ბაიდენი.