22.11.2024

ჯო ბაიდენი – აშშ-ში ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო იქნება

1tv.ge

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ-ში ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დაწესებულებებს ფედერალური დაფინანსება შეუწყდებათ.

„ახლა, როდესაც თქვენ სტუმრობთ, ცხოვრობთ ან მუშაობთ ხანდაზმულთა სახლში, თქვენ აღარ უნდა იყოთ საფრთხის ქვეშ, რომ „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდებით აუცრელი თანამშრომლებისგან. მე ვიცი, რომ ჩემი ძალაუფლება შეზღუდულია. მაგრამ განვაგრძობ გზების ძიებას, რომ ხალხის უსაფრთხოება დაცული იყოს და ვაქცინაცია გაფართოვდეს“,- განაცხდა ბაიდენმა.

ამასთან, ბაიდენმა დაავალა განათლების მდივანს „გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა და კანონიერი ქმედება იმ გუბერნატორების წინააღმდეგ, ვინც აშინებს სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს, რომლებიც მოსწავლეებს სკოლაში პირბადის ტარებას ავალდებულებენ“.

ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმის მიხედვით, უკვე მომავალი თვიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას დაავალდებულებენ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებსაც.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img