25.11.2024

ჯორჯ კენტი – მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მარცხი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, შეაფერხებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას

„საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია. ეუთომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასა, როგორც კონკურენტული, სადაც ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო, თუმცა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანმა ზღვარმა, პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობდნენ.

მისი თქმით, სამწუხაროა, ოპოზიციის უმეტესი ნაწილის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის გამოცხადება.

ჯორჯ კენტიმ ისაუბრა ასევე,  ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებაც და აღნიშნა, რომ მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო დაძაბა და მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოახერხეს.

„ოპოზიციის ლიდერის, მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო გააძლიერა. მელიას დაპატიმრება ქართული დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იყო.

ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი აშშ უნდა იყოს გულწრფელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან, განსაკუთრებით მმართველ პარტიასთან : დასავლეთთან ინტეგრაცია გამოწვევებით სავსე გზაა, რომელიც დემოკრატიული წესების, საერთო ღირებულებების მიმართ აშკარა ერთგულებას მოითხოვს.

საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გადალახონ ეს კრიზისი. პასუხისმგებლობა, როგორც მარცხზე, ასევე წარმატებაზე მათ ეკისრებათ. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მარცხი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, შეაფერხებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას“, – აღნიშნა ჯორჯ კენტიმ.

მან ასევე ისაუბრა, რომ საქართველო რჩება შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. მისი თქმით, შეერთებული შტატები წლებია ეხმარება საქართველოს რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვაში.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო რჩება შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს არჩევანს, გახდეს ნატოს წევრი,“- აღნიშნა ჯორჯ კენტიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img