„დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა და განმარტა, რატომ არ ჩანს ბოლო დროს აქტიურად. როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.
„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ”, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.