“სახალხო დამცველი თუ უარყოფს, ვსიო მიღებულია, ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი”. – ასე ეხმაურება მედიასთაბ თბილისის მერი კახა კალაძე, სახალხო დამცველის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ციხის საავადმყოფოში სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია.
ამასთანავე, როგორც კალაძემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს სწორედ იქ გადაიყვანენ და მიხედავენ.
“თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება და მიეხედება ისე, როგორც ყველას”. – ამბობს კალაძე.