ეს არის დიდი სიბინძურე, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ, თავს დაიწვავს, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „მთავარი არხის“ ეთერში კახა კალაძის მამის, კარლო კალაძესთან დაკავშირებით გასული მასალა.
როგორ კახა კალაძე განმარტავს, „მთავარმა არხმა“ გუშინ “სანტა ბარბარა” მოაწყო.
„ეს არის დიდი სიბინძურე. “სანტა ბარბარა” მოაწყო გუშინ „მთავარმა არხმა“ მესმის, არჩევნებია, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ. ბოლო სერიაში, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც სავარაუდოდ თავს დაიწვავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში ორდენიძეების ოჯახმა განაცხადა, რომ კახა კალაძის მამამ, კარლო კალაძემ და მისი გარემოცვის წევრებმა მათი პრობლემით ისარგებლეს და ათეულობით ათასი დოლარი მიითვისეს. ორდენიძეების ოჯახის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ძალოვანი სტრუქტურებიდან დათო ორდენიძეს დევნიდა.