22.11.2024

კალაძე – კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვთ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან არის მჭიდრო და თანმიმდევრული.

მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ევროინტეგრაციას ხელს შეუშლიდა.

„საქართველოს ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლიდა ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც შეურაცხყოფდა ევროპულ ღირებულებებს. ის ცალკეული განცხადებები, რომელსაც ვისმენთ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არც მეგობრულია, არც პარტნიორული, არანაირი ინტერესი მათ არ გააჩნიათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარდეს, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ რეფორმები და ამ რეფორმებით გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ეს კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსის მხარდამჭერი. შესაბამისად, მათ და მათ განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img