22.11.2024

კარლ ჰარცელი – აუცილებელია, რომ მართლმსაჯულების მიმართ ნდობა განმტკიცდეს, გაიზარდოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება

აუცილებელია, რომ განმტკიცდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ, გაიზარდოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი აზრით, ეს მართლმსაჯულების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. თითქმის ათწლეულია, რაც მიმდინარეობს პროექტის სხვადასხვა ფაზა.ზოგადად, ცხადია, ბევრი შედეგია ისეთი, რომელიც კმაყოფილების საფუძველს გვაძლევს, მაგრამ ეს ძალისხმევა უდაოდ უნდა გაგრძელდეს. სწორედ 19 აპრილის შეთანხმებაში არის ასახული ის ძირითადი საკითხები, რომელზე მუშაობაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. 19 აპრილის დოკუმენტი ის საგზაო რუკაა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მომავალი რეფორმების დასრულების მხრივ. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ განმტკიცდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ, გაიზარდოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, – აცხადებს ჰარცელი.

სასტუმრო „რედისონში“ ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img