21.11.2024

კელი დეგნანი – ნათქვამი, რომ აშშ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, ომში ჩათრევას ან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა

როცა მესმის ხალხის ნათქვამი, რომ შეერთებული შტატები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, საქართველოს ომში ჩათრევას ან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს , – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმში მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი გააკეთა ამ ომის შესაჩერებლად.

ელჩის თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებამდეც კი, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მუშაობდა ამ ომის თავიდან ასაცილებლად.

„ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს საქართველო ამ ომში ჩათრეული ვიხილოთ. ჩვენი აზრით, რასაც ევროკავშირი და ნატო იცავს, არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ევროპის ყველა ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში – სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა, რაც თან ახლავს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობას. ჩვენ ეს გვინდა საქართველოსთვისაც. ჩვენ ვიცით, რომ ასე უნდა ქართველ ხალხსაც. ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრული ინტეგრაციისადმი მტკიცე ერთგულება”, – აღნიშნა დეგნანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img