პრეზიდენტს დღეს ჰქონდა ძალიან ნათელი, ძლიერი მესიჯი. ვფიქრობ, მისი გამოსვლა იყო შესანიშნავი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“მან ხაზგასმით აღნიშნა ერთიანობის მნიშვნელობა – საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ერთიანობა, მთავრობისა და ქართველი ხალხის ერთიანობა. საქართველოს აქვს ომის ტრაგედიის იგივე გამოცდილება, რაც არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა. ომის ნაიარევები ჯერ კიდევ ახალია. ამის გამოვლინებას ვხედავთ ქართველი ხალხის მხარდაჭერაში.
პრეზიდენტის გამოსვლა გამოხატავდა ამ სურვილს, რომ დაეხმარონ უკრაინას და ამასთან დასტაბილურდეს ვითარება მთელს რეგიონში და გაერთიანდეს ქვეყანა თანამშრომლობის, კომპრომისასა და დიალოგის გზით. როდესაც მან თქვა „ძალა ერთობაშია“ აბსოლუტურად მართალი იყო“, – განაცხადა დეგნანმა.