23.11.2024

კელი დეგნანი – წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წუხილს გამოთქვამს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

“ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როდესაც საკითხი ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა. მოხარული ვართ, რომ არსებობს მრავალდისციპლინური ჯგუფი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალყურს ადევნებს. ჩვენც ასევე აქტიურად ვადევნებთ თვალს მის მდგომარეობას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img