“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელ “ფესბუქზე” თამარ კორძაიას პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ მისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია, ტექნიკური ფრაქციის გამო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.
“თამუნას პოზიციების დაშორება პარტიისგან მაშინ გამოჩნდა, როცა მოლაპარაკებების პროცესში და თანხმობის დოკუმენტზე პარტიის ხელმოწერას არ დაეთანხმა. მას შემდეგ ძალიან ვცდილობდით ორივე პოზიციების დაახლოებას. იდეოლოგიური უთანხმოება რომ არ გვქონია, გასაგებია. ძალიან მძიმე მოსასმენია, ტექნიკური ფრაქციის გამო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება. ჩემთვის ურთულესი იყო პარლამენტში თამუნას გარეშე შესვლა. თამუნასთვის – შეუძლებელი ბლოკის პარტიის გარეშე, რომელიც ხელს მიშელის შეთანხმებას ახლაც არ აწერს. მაინც ვახერხებდით პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას. ტექნიკური ფრაქცია რესპუბლიკური თემების საპარლამენტო ტრიბუნიდან წამოწევას და გაძლიერებას ხელს ნამდვილად არ უშლის, ამაზე წინასწარ შეთანხმების გარეშე არავინ არ მოაწერდა ხელს ფრაქციას, პარტიულიც მაგიტომ არაა ეს ფრაქცია. ძალიან აქტიურად ვაპირებ ყველა ამ თემაზე მუშაობას. ძალიან რომ განვიცდით, კი გასაგებია ყველასთვის, ვინც გვიცნობს. არჩევანია. არჩევანს პატივს ვცემ”, – წერს სამნიძე.
შეგახსენებთ, დღეს „რესპუბლიკური პარტია“ პარტიის დამფუძნებელმა ლევან ბერძენიშვილმა და თამარ კორძაიამ დატოვეს. ლევან ბერძენიშვილის თქმით, ახალ ოპოზიციურ ფრაქცია – „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფში“ პარტიის წევრობა არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია. მისივე თქმით, ამ ფრაქციის არცერთი წევრი არ არის ღირსი, რომ „რესპუბლიკელები“ მათთან თანამშრომლობდნენ.
პარლამენტში ფრაქციის შექმნის მიზეზი დაასახელა პარტიის დატოვების მიზეზად თამარ კორძაიამც, მისიგანცხადებით, პარლამენტში საქმიანობას უპარტიო და უფრაქციო წევრის სახით განაგრძობს.