22.11.2024

ხათუნა სამნიძე – პატიმრების გათავისუფლება დღეების და საათების საქმეა. თუ ნიკა მელია უარს ამბობს გირაოს გადახდაზე, მაშინ ის გათავისუფლდება ამნისტიის კანონით

ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის და ამერიკისთვის, ეს დადასტურდა ამ ხანგრძლივი, მტკივნეული პროცესის ასე დასრულების შემდეგ, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შარლ მიშელთან იმსჯელეს, პატიმრების გათავისუფლების თემა იყო, რაც მისივე თქმით, მყისიერად უნდა გადაიჭრას.

„ეს შეხვედრა პრეზიდენტ მიშელთან იყო იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ განგვეხილა იმ შეთანხმების მუხლები და კონკრეტული მექანიზმები, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, დაისვა საკითხი პატიმრებთან დაკავშირებით, რადგან ეს არის მყისიერად გადასაჭრელი თემა და როგორც შეთანხმებაშია გაწერილი, ეს არის დღეების და საათების საქმე, რომ ეს ორი საკითხი გადაიჭრას. რაც შეეხება ყველა სხვა საკითხს, რომელიც გრძელ ვადაშია გათვლილი, ამას სჭირდება მონიტორინგი, ყურადღება და თანამშრომლობა ასევე ჩვენს პარტნიორებთან. მივიღეთ პირობა ყველა ამ საკითხზე საუბრის დროს, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოსთან. ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის და ამერიკისთვის, ეს დადასტურდა ამ ხანგრძლივი, მტკივნეული პროცესის ასე დასრულების შემდეგ. ამიტომ იმედი მაქვს, ამ დოკუმენტის აღსრულების პროცესი იქნება ასევე ორმხრივი თანამშრომლობით წარმატებული და ამ პროცესს, რა თქმა უნდა, დააკვირდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

შეთანხმების თანახმად არის შესაძლებელი გირაოს გადახდა, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები იხდიან. ისინი მზად არიან ეს გააკეთონ, თუმცა იქვე ამატებენ, რომ ადამიანის ნებაა უარი თქვას ასეთ შეთავაზებაზე და როგორც ვიცი, ნიკა მელია უარს აბობს. მეორე მექანიზმი არის ამნისტიის კანონი, რომელიც ეხება 19-21 ივნისის მოვლენებს და სადაც იგულისხმება ნიკა მელიას საქმე. შეთანხმებაში პირდაპირ წერია, რომ ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს ასეთი კანონპროექტი და ახლა ყველა ოპოზიციური პარტიის და მმართველი გუნდის ვალია, რომ ასეთი ამნისტიის კანონპროექტი დარეგისტრირდეს. თუ ნიკა მელია უარს ამბობს გირაოს გადახდაზე, მაშინ ის გათავისუფლდება ამნისტიის კანონით“, – განაცხადა სამნიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img