23.11.2024

ხათუნა სამნიძე – პროკურატურის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად უპასუხისმგებლოა “ქართული ოცნება” და რამდენად არ შეუძლია წესიერი გამოძიება აწარმოოს

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პროკურატურის განცხადება და ისევ ყველაფრის “ნაციონალურ მოძრაობაზე” გადაბრალება, კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად უპასუხისმგებლოა “ქართული ოცნება” და რამდენად არ შეუძლია წესიერი გამოძიება აწარმოოს.

“ქვეყანაში, სადაც არცერთი მიყურადების ფაქტი არ გამოძიებულა, არც პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების გამო დასჯილა ვინმე, ასეთი პროკურატურისგან ამ ტიპის განცხადება და ისევ გადაბრალება წინა ხელისუფლებაზე, “ნაციონალურ მოძრაობაზე” კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად უპასუხისმგებლოა “ქართული ოცნება”, რამდენად არ შეუძლია ის, რაც რეალურად გასაგებია მთელი საზოგადოებისთვის, ამაზე წესიერი გამოძიება აწარმოოს. ბერამ თვითონ აღიარა ამ ჩანაწერის ავთენტურობა. მან იმასაც ხაზი გაუსვა, რომ ასე მოიქცევა ვინც მის დედიკოზე გაბედავს და რამე უარყოფითს იტყვის. ამიტომ ახლა პროკურატურამ უნდა გაბედოს და გამოიძიოს ეს საკითხი. ბუნებრივია, ამ ხელისუფლების და პროკურატურის პირობებში ჩვენ საზოგადოებას არ აქვს არანაირი მოლოდინი და იმედი, რომ დასკვნა იქნება სანდო და ორიენტირებული იმაზე, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყანაში დანაშაულს ჩადიან.

სახალხო დამცველის ანგარიშის დღევანდელი მოსმენაც იმას მოწმობს, რომ ამ ქვეყანაში დამნაშავეები არ ისჯებიან და მთელი სახელმწიფო აპარატი მიმართულია იმისკენ, რომ დაჩაგრონ მოქალაქეები”,- განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, “ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გასული აუდიო ჩანაწერის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარს ასახავდა მოდელირებული და გაყალბებულია, ზოგიერთი ჩანაწერი კი, იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ირაკლი ღარიბაშვილი 25-დან 30-წლამდე ასაკის იყო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img