24.11.2024

ხატია დეკანოიძე – ვადამდელი არჩევნებისთვის და სააკაშვილის მონახულებისთვის აუცილებელია პარლამენტში ყოფნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის და სააკაშვილის მონახულებისთვის აუცილებელია პარლამენტში ყოფნა.

“თქვენ იცით, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა, ის ისევ იმ პოზიციაზეა და მეც ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს გუშინდელ წერილში. მაგრამ აქვე არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მე ხაზი უნდა გავუსვა, რა თქმა უნდა, მეც ეს ვუთხარი – პირველი, რომ ჩვენ გვჭირდება ეს მანდატი არა იმისთვის, რომ ჩვენ ყოველდღიურად პარლამენტში ვიაროთ და რაღაც პროცედურულ საკითხში მივიღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ვადამდელ არჩევნებზე დავაჭიროთ თითი იმ ღილაკს, რომელიც აუცილებელია. ასევე, ის, რაც მე ვუთხარი – აუცილებელია მისი ნახვა, თანამებრძოლების ნახვა ყოველდღიურად, რაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაშიც, რა თქმა უნდა, მეთანხმება. რა უნდა ბიძინა ივანიშვილს? რომ იგი მოაქციოს იზოლაციაში და არ ჰქონდეს არავითარი საშუალება ჩვენთან კომუნიკაციის და, რა თქმა უნდა, ამაზე ეს არის ჩემი პოზიცია და ისიც იზიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდეს საშუალება. 

რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი, პატარა ვაკუუმიც კი უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, იმ პარლამენტში არაფერი არ გვესაქმება, მაგრამ ვადამდელი არჩევნებისთვის და მისი ციხეში მონახულებისთვის აუცილებელია ამ ბერკეტის გამოყენება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img