25.11.2024

ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 1 მარტამდე არ დაარეგისტრირა. დატოვებს თუ არა ელისაშვილი პარლამენტს?

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები გახლდათ „ქართული ოცნებისა“ და პარტია „მოქალაქეებს“  შორის გაფორმებული მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტი და ის ერთ-ერთი პირობაც, რომლის გამოც პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში შევიდნენ.

შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ “ქართული ოცნების” ლიდერებთან. რაც გულისხმობს, ჩვენ შეთანხმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში…  შეიცვლება ხმის მიცემის სისტემა და მარკირების ნაცვლად თითის ანაბეჭდის სისტემა დაინერგება

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებდა და პირობას დებდა, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 1 მარტამდე თუ არ დაარეგისტრირა, პარლამენტს დატოვებდა.  

“შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ “ქართული ოცნების” ლიდერებთან. რაც გულისხმობს, ჩვენ შეთანხმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში…  შეიცვლება ხმის მიცემის სისტემა და მარკირების ნაცვლად თითის ანაბეჭდის სისტემა დაინერგება.

შეთანხმების მიხედვით, ცვლილებების კანონპროექტი 1 მარტამდე უნდა დარეგისტრირდეს, 1 მაისამდე კი კანონად უნდა იქცეს…თუ პირველ მარტამდე არ მოხდა [არჩევნებზე საკანონმდებლო] ინიცირება, როგორც მოხდა შემოსვლა და როგორც შემოვედით, ისე გავალთ”, – ამბობდა ალეკო ელისაშვილი რამდენიმე კვირის წინ.

როგორც მოხდა შემოსვლა და როგორც შემოვედით, ისე გავალთ

დღეს, 2 მარტია. პარტია „მოქალაქეებისა“ და ხელისუფლების მემორანდუმის  ერთ-ერთი პუნქტი შესრულებული არ არის. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში არიან. ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა და ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებს.

დღეს, 2 მარტია. პარტია „მოქალაქეებისა“ და ხელისუფლების მემორანდუმის  ერთ-ერთი პუნქტი შესრულებული არ არის. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში არიან

მეორე დღეა, ამ თემასთან დაკავშირებით, (მათი ადრინდელი განცხადებებიდან გამომდინარე) მედიის მხრიდან უხერხულ კითხვებზე პასუხების გაცემა უწევთ ლევან იოსელიანს და ალეკო ელისაშვილს. გუშინ ელისაშვილი მედიის წარმომადგენლებზე გაბრაზდა და აღნიშნა, რომ მართალია 1 მარტი გახლდათ ის დღე, როდემდეც ხელისუფლებას სააჩევნო კოდექსი უნდა დაერეგისტრირებინა, მაგრამ იმდენი რამ მოხდა ამ კვირების განმავლობაში, რომ პროცესი გაიწელა და არ დატოვებს პარლამენტს, რადგან მან და ლევან იოსელიანმა ძალიან ბევრი იმუშავეს და კოდექსი დარეგისტრირდება.

დღეს დილით კი, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი დღეს წარედგინება.

მეც და ალეკო ელისაშვილი ვთვლით, რომ ჩვენი ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა დღეს განაცხადა.

„დღეს არის ისტორიული დღე. ჩვენ საბოლოო ჯამში, შევძელით მიგვეღწია შეთანხმებისთვის და მიგვეღო დოკუმენტი, რომელიც რეალურად, სამომავლოდ საქართველოსთვის არჩევნებს გახდის ბევრად უფრო სანდოსა და გასაგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მეც და ალეკო ელისაშვილიც ვთვლით, რომ ჩვენი ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად. ამ ცვლილებების შედეგად, როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, იქნება ეს თვითმმართველობის, ვადამდელი თუ 2024 წლის, არჩევნების დღე იქნება ბევრად უფრო გამჭვირვალე, გასაგები, უკეთესი, ვიდრე აქამდე ყოფილა. იმიტომ, რომ ეს ცვლილებები ითვლისწინებს ყველაზე მთავარს- ელექტრონული მთვლელი მანქანების შემოტანას, პირველ ეტაპზე, ნაწილ უბნებზე და მერე მთელ საქართველოში; რეგისტრაციას ანაბეჭდის საშუალებით, რაც კარუსელების თემას დახურავს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უბნების 10% -ის სავალდებულო გადათვლა, ასეთი 365 უბანია, რაც გამორიცხავს გაყალბების შესაძლებლობას“, – განაცხადა იოსელიანმა ჟურნალისტებთან.

დღეს არის ისტორიული დღე. ჩვენ საბოლოო ჯამში, შევძელით მიგვეღწია შეთანხმებისთვის და მიგვეღო დოკუმენტი, რომელიც რეალურად, სამომავლოდ საქართველოსთვის არჩევნებს გახდის ბევრად უფრო სანდოსა და გასაგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის

მისივე თქმით, ცვლილებები, რაც კანონპროექტშია ასახული, არის რევოლუციური.

უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი, „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება, შეეხება საარჩევნო ბარიერს.

პაპუაშვილის თქმით, მმართველი პარტია მზადაა განიხილოს საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით გათვალისწინებული 5%-დან მაქსიმუმ 3%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში დეპუტატების ის რაოდენობა შევა (113 დეპუტატი), რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად.

„რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს დაახლოებით ორთვიანი მუშაობა მანამ, სანამ პარლამენტი პროექტს მესამე მოსმენით მიიღებს. ამ პერიოდში სამუშაო ჯგუფთან კვლავ გავაგრძელებთ პროექტის დახვეწას, ისევე როგორც ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის დეტალების განხილვას. ამასთან, პროექტი გადაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ODIHR-ს ერთობლივი დასკვნისთვის.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მუშობაში მონაწილეობის მიღებაზე, პირადი და პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, შემოვიდნენ პარლამენტში და არ გამოაკლდნენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესს,“- განაცხადა შალვა პაპუაშილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img