03.12.2024

ხერსონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაცია გრძელდება – მედია

ხერსონის რეგიონში კვლავ აფეთქებების და სროლის ხმა ისმის. ინფორმაციას და ფოტო და ვიდეო მასალას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, კირილ სტრემუსოვმა რუსულ TASS-ს უთხრა, რომ მათ “აღმოაჩინეს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი აღმოაჩინეს და გაანადგურეს ისინი”. უკრაინულ მხარეს ამ განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ოკუპირებული დონეცკის ყოფილმა ე.წ თავდაცვის მინისტრმა, იგორ გირკინმა (სტრელკოვმა) განაცხადა, რომ 30 აგვისტოს დილით, დაახლოებით ხუთ-ექვს საათზე უკრაინელმა ჯარებმა კვლავ მიიტანეს იერიში ხიდსა და კონსტრუქციაზე, რომელსაც რუს ჯარისკაცები იყენებდნენ.

ამავდროულად, უკრაინის გენერალური შტაბი დილის მოხსენებაში ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ მხოლოდ იმას ამბობს, რომ რუსულმა არმიამ დაბომბა რამდენიმე სოფელი იუჟნობუჟის მიმართულებით, ასევე აცხადებს, რომ რუსებს ჰქონდათ ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე შეტევის წარუმატებელი მცდელობა.

29 აგვისტოს, “კახოვკას” ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

“კახოვკას” წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა პოზიციებიდან უკან დაიხია, ისევე, როგორც უკან დაიხიეს რუსმა მედესანტეებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დანაყოფებს.

გარდა ამისა, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი გაათავისუფლეს.

უკრაინის ცნობით, 29 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები დაესხნენ თავს რუსული არმიის 13 სამეთაურო პუნქტს ხერსონის, ბერისლავისა და კახოვკას რაიონებში, ასევე იერიში მიიტანეს რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, განადგურდა გადასასვლელი, რომელიც რუსებმა დნეპრის გადაღმა, სოფელ ლვოვოსთან ააშენეს.

უკრაინული და დასავლური წყაროების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაცია უკრაინის სამხრეთით გრძელდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img