“თუ არ იქნება რეალური კრიზისიდან გამოსავლის დოკუმენტი, უბრალო ხელმოწერისთვის, რომ ჩვენ ვინმესთან ქულა ჩავიწეროთ, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. ამ დოკუმენტში აბსოლუტურად გაურკვეველი არის პოლიტპატიმრების საკითხი, რურუა-მელიას საკითხი და არჩევნებზეც ქართული ოცნება გვეუბნება, რომ 40%-მა გადაწყვიტოს 60%-ის წინააღმდეგო. უმცირესობის და უმრავლესობის ცნებას ცვლიან.
ამიტომ, როგორც რაღაც პროცესის ნაწილი, იყოს, გავაგრძელოთ ეს პროცესი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის, რომ წნეხი გაიზარდოს ქართულ ოცნებაზე, რომ რეალურ გამოსავლამდე მივიდეთ.” – აცხადებს ელენე ხოშტარია.