10.01.2025

კობახიძე – “კონსტიტუციის დარღვევა” გამოდის, თუკი პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტები მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა

ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით, – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას ევროპაში ვიზიტებზე უარი უთხრეს, მაგრამ პირადი კონტაქტების გამოყენებით, სამუშაო ვიზიტები პირად შეხვედრებად შეცვალა და უცხოეთის რამდენიმე ქალაქს მაინც ეწვია.

კითხვაზე, ტყუილში ადანაშაულებს თუ არა პრეზიდენტს, კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სავარაუდოდ, მართალი თქვა.

„პირიქით, თუ მართალი თქვა და სავარაუდოდ მართალი თქვა, კონსტიტუცია დაურღვევია, მაგას გავარკვევთ“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე. “თუმცა საჭიროდ მივიჩნიე პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა – პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ შეზღუდვები გაუგებარია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img