22.11.2024

კობახიძე სააკაშვილზე – ალბათ არ უნდა დაგვეჭირა და უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომლის ქვეთავში, რომელიც წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ეხება საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ასე გამოეხმაურა:

“ალბათ არ უნდა დაგვეჭირა [მიხეილ სააკაშვილი] და ალბათ, უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან. ეს იქნებოდა ჰუმანური, ალბათ, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, სახელმწიფომ იმოქმედა როგორც სისტემამ, ისე როგორც უნდა ემოქმედა და ეს პირი იქნა დაკავებული, როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში.” – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img