22.11.2024

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი კარლოს ოლმეს ტრუხილიო „კოვიდ-19-ით“ გამოწვეული ვირუსული პნევმონიით გარდაიცვალა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კოლუმბიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

69 წლის ტრუხილიოს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი. ის ბოგოტაში, სამხედრო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა.

თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე, კარლოს ოლმეს ტრუხილიო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ასევე, იკავებდა ქალაქ კალის მერის, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრის თანამდებობებს, იყო კოლუმბიის ეროვნული ასამბლეის წევრი.

კოლუმბიაში რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 2 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 52 ათასამდე შემთხვევა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img