კორონავირუსით საქართველოს პარლამენტის 7 დეპუტატია ინფიცირებული.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შემდეგ, კორონავირუსი საპარლამენტო უმრავლესობის სხვა დეპუტატებსაც დაუდასტურდათ.
„კოვიდინფიცირებულები არიან: მამუკა მდინარაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი და მიხეილ დაუშვილი.
ყველა მათგანი სახლში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს.