23.11.2024

კორონავირუსით ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 053 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 678 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 643 295-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.19% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.78%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 067 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 601 578-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი – 37, შიდა ქართლი – 65, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99, კახეთი – 76, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img