ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 11 039 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 42 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 14.32%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 199 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 956 627.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 6 027 შემთხვევა, აჭარა – 1 167, იმერეთი – 1 323, ქვემო ქართლი – 512, შიდა ქართლი – 475, გურია – 218, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 500, კახეთი -366, მცხეთა-მთიანეთი – 203, სამცხე-ჯავახეთი – 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.