საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 746 პირი ემსხვერპლა.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 560 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 490 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 219 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 560 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 769 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 936-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.77%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 219 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 271 804-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 490 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 256 შემთხვევა, აჭარა – 36, იმერეთი – 69, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 26, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 360, საიდანაც: 1 589 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 800, აჭარაში – 178, იმერეთში – 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 313 პირი, მათ შორის, თბილისში – 148, აჭარაში – 30, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 71 პირი, მათგან თბილისში – 49, აჭარაში – 2, იმერეთში – 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 579 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 152, ხოლო აჭარაში – 15.
სულ 6 ოქტომბრიდან – 26 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 845 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 353 პირი, აჭარაში – 878, იმერეთში – 956.