ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით პოლიტიკოსებთან შეხვედრები დილის 9 საათზე იწყება ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი. ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრები იგეგმება ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.
რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრებს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ელჩებმა კომენტარის გარეშე დატოვეს. შეხვედრებზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. გუშინ, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების შემდეგ, ფასილიტატორები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში რვა საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ.