24.09.2024
- Advertisement -spot_img

კულუმბეგოვი – ქვეყანაში ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით 20 ადამიანი გვეღუპება, კრიტიკულ ზღვარზე ვართ სიკვდილობის თვალსაზრისით

ქვეყანაში ერთ მილიონ მოსახლეზე 8 ადამიანზე მეტი რომ იღუპება, ეს უკვე განგაშის ნიშანია, ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ განგაშის ნიშანში ვართ. ერთ მილიონ მოსახლეზე 20 ადამიანი გვეღუპება – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კულუმბეგოვის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობდა მოლოდინი, რომ ჩამოყალიბდებოდა ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი და გაჩერდებოდა ინფექცია, თუ ყველა გადაიტანდა, მაგრამ „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა და მსგავსი რამ არ მოხდება.

„სამწუხაროდ, რეინფიცირების მაღალი რისკებია და „ომიკრონთან“ ეს ხუთჯერ გაზრდილია. რა თქმა უნდა, „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ინფექციის აღმოფხვრა და ამოძირკვა ვერ მოხდება.

ქვეყანაში ერთ მილიონ მოსახლეზე 8 ადამიანზე მეტი რომ იღუპება, ეს უკვე განგაშის ნიშანია, ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ განგაშის ნიშანში ვართ. ერთ მილიონ მოსახლეზე 20 ადამიანი გვეღუპება. ამიტომ, ჩვენ მაინც ძალიან კრიტიკულ ზღვარზე ვართ სიკვდილობის თვალსაზრისით“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მატჩის ჩაწყობა თუ ტაქტიკური ხრიკი? ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი

გუნდი თამაშობდა წაგებაზე? საფრანგეთის მეკარის უცნაური ნაბიჯი სკანდალში გაეხვა. საფრანგეთს ბრალს დებენ თამაშის „ჩაწყობაში“ ხუთკაცა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img