22.11.2024

კვირიკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს – ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება

ესქპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ისტორიის დამახინჯებას წარმოადგენს. გიორგი კვირიკაშვილისთვის გაუგებარია თუ რის გამო დასჭირდა ირაკლი ღარიბაშვილს დღეს ამ შინაარსის განცხადების გაკეთება. გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის წერილს “tv პირველთან” გამოეხმაურა.

“ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: წერილში მოტანილი ,,ქართუდან” წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები” – აცახდებს გიორგი კვირიკაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის წერილში გიორგი კვირიკაშვილის შესახებ ნათქვამია, რომ მან “ზეწოლას ვერ გაუძლო” და ამიტომ “ქართუ” დატოვა.

“იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, – მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, – ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია. 2011-12 წლებში „ქართუს“ დატოვებისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს, ისეთი მასშტაბის ზეწოლის გამოვლა მოუწია თითოეულ ჩვენგანს. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთანავე, ჩემი სიმამრი დაიჭირეს და შემომითვალეს, რომ მას მხოლოდ პოლიტიკიდან ჩემი გასვლისა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის დატოვების შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ,” – ნათქვამია წერილში, რომელივ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაავრცელა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img