22.11.2024

ლავროვი – თუ დასავლეთი რუსეთის ტერიტორიაზე პოტენციური დარტყმისთვის კიევისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი იარაღის მიწოდებას დაიწყებს, ეს იქნება ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ

თუ დასავლეთი რუსეთის ტერიტორიაზე პოტენციური დარტყმისთვის კიევისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი იარაღის მიწოდებას დაიწყებს, ეს იქნება ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსმა დიპლომატმა ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც „საღი აზრი შეინარჩუნეს“ მოუწოდა, აღკვეთონ ესკალაციის ახალი რაუნდი.

„ჩვენ ყველაზე სერიოზულად გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი უკვე აწარმოებენ არაპირდაპირ ომს რუსეთის ფედერაციასთან უკრაინელი ნეონაცისტების ხელებით, სხეულითა და ტვინით, მაგრამ შორი მოქმედების იარაღის მიწოდება იქნება სერიოზული ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ“, – დასძინა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებს დასავლეთში, რომელბიც, მისი თქმით, ჯერ კიდევ რამდენიმე ასეთი დარჩა, აცნობიერებენ ამ ყოველივეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img