იანისტ ალექსანდრე (ლექსო)ლექსო თორაძის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ, 18 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლექსო თორაძეს 19 მაისს, 15:00 საათზე, კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიედან გამოასვენებენ.
ცნობილ პიანისტს თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში 19 მაისს დაკრძალავენ.
ალექსანდრე თორაძე 11 მაისს გარდაიცვალა.
ლექსო თორაძე აღიარებული იყო თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად. მუსიკოსის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავდა სხვადასხვა კლასიკური ჟანრის ნაწარმოებებს. მან აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებთა უბადლო შესრულებით.