“მაგთიკომი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს ცვლილების შეტანის შემდეგ (წყარო – https://matsne.gov.ge/ka/document/view/3980112?publication=0) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტში, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა. აღნიშნული ცვლილება „გამართლებულ“ იქნა კომისიის ახალი ფუნქციის – საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დამატებით. ცნობისათვის ამ ცვლილების შედეგად 2018-2020 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდა და კომისიის ბიუჯეტში გადაინაცვლა 1 499 775, 3 458 472 და3 120 111 ლარმა (ჯამურად სამ წელიწადში – 8 078 358 ლარი).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხსენებული თანხის დეტალური ხარჯვითი ნაწილი კომისიის მიერ რატომღაც დაფარულია და არ არის გამჭვირვალე. არასამთავრობო ორგანიზაციას IDFI-ს სასამართლოში უწევს დავის წარმოება ამ ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით.(წყარო: https://www.comcom.ge/ge/the-commission/annual-report); საქართველოს კანონისაჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებმუხლი 2, პუნქტი 1 – „ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები: …ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი“; მუხლი 3, პუნქტი 3 – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება საჯარო დაწესებულების ინტერესებთან“.მუხლი 4 – „ამ კანონის მიზნებისათვის: ა) „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი“;მუხლი 10, პუნქტი 1 – „საჯარო მოსამსახურეს, პირადი ინტერესიდან გამომდინარე, ეკრძალება: …დ) თავის ოჯახის წევრთან ან ახლო ნათესავთან დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც საჯარო მოსამსახურემ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია“.მუხლი 13პუნქტი 3 – „საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც სამსახურებრივად ზედამხედველობს“.პუნქტი 16 – „თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ: ა) მან ან მისმა ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები“; მუხლი 134 „1. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს იმ სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო სამსახურში ან/და საჯარო სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე; ბ) მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის ნებისმიერი შემთხვევის დაუშვებლობისათვის“; აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბატონ ბექაურს უჭირს სრულყოფილი დეკლარაციის წარდგენა, რის გამოც შესაბამისი ღონისძიებების გატარება უწევს სახელმწიფო უწყებას – საჯარო სამსახურის ბიუროს, ბატონი ბექაურის სანქცირების ჩათვლით. (წყარო: https://www.mediachecker.ge/…/79060-deklaraciis… ) ზემოთ ხსენებული ფაქტების შეფასება მიგვინდია საზოგადოებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და სხვა კომპეტენტური უწყებებისთვის.” – ნათქვამია განცხადებაში.“მაგთიკომის” განცხადებასთან დაკვშირებით “აიპრესი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას დაუკავშირდა. თუმცა, ამ ეტაპზე უწყება გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.