21.11.2024

მამუკა ხაზარაძე – ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან, ვისაც ქვეყანაში ფული ჩაადებინა, როგორც ეკონომიკის ან თუნდაც პრემიერ-მინისტრმა

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ელოდება, ხარისხიანი ინვესტორების სიას

ანაკლიის პორტის ინვესტორები!!

– ამერიკული Conti Group

– ამერიკული SSA Marine

– ჰოლანდიური Van Oord

– ბრიტანეთში რეგისტრირებული Wondernet Express LLP (შუააზიური ბიზნესი)

– ბულგარეთში რეგისტრირებული G Star

– ჰოლანდიელი კერძო ინვესტორი ბობ მეიერიTBC ჰოლდინგი

– საქართველოEBRD. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი

OPIC აშშ საინვესტიციო ბანკი

ADB აზიის განვითარების ბანკი

AIIB აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი.

ინვესტირებული 75 მლ აშშ დოლარი, 400 მლნ საკრედიტო ხაზი!

ამათ გახარიამ უხარისხო ინვესტორები უწოდა. ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან ვისაც ამ ქვეყანაში ფული ჩაადებინა…როგორც ეკონომიკის ან თუნდაც პრემიერ მინისტრმა.

P.S. სია თუ არა ერთი ინვესტიცია დაასახელოს.. – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” მამუკა ხაზარაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img