“ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკითხს, რომელიც საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მკაფიო დამოუკიდებელ ზრდას და შენებას ჩვენი პარტიის” – ასე უპასუხა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გიგი უგულავა ინიციატივას – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციური პარტიების ქოლგა პარტია გახდეს.
“ჩვენ ვაშენებთ ჩვენს პარტიას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და თქვენ იცით, რომ როცა იყო სამართლიანი მოთხოვნა გაყალბებული არჩევნების, სამართლიანი სასამართლოს, როცა იყო კოალიციის შექმნა თბილისში – ჩვენ ვიყავით ამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები. ქუჩაშიც ვიდექით, ამაზე ბევრი საყვედური მივიღეთ, რატომ დგახართ იქ და რატომ დგახართ აქ… სხვანაირად არ გამოვა, დიალოგის გარეშე და მომავალზე ფიქრის გარეშე და მომავალზე ნაბიჯების გადადგმის გარეშე, არაფერი გამოგვივა.
პირდაპირ ვამბობ, მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის, მაგრამ ახლა რომ არის შემოთავაზებები, ვიღაცას ქოლგა აქვს და ვიღაცას ის ფერი ქოლგა აქვს, ამაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკითხს, რომელიც საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მკაფიო დამოუკიდებელ ზრდას და შენებას ჩვენი პარტიის.” – განაცხადა ხაზარაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.