უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს ანგარიშზე რუსეთიდან მილიონობით რუსული რუბლი ერიცხება.
“ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ელენე ხოშტარიას ოჯახის რუსული შემოსავლების შესახებ, თუმცა ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი, ქართველი ოლიგარქების დაფინანსებული ყველა ტელევიზია ცდილობს დამალოს და მიჩქმალოს ეს ამბავი”. – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ მოუწოდა ხოშტარიას, გაასაჯაროვოს გადმორიცხვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საქმით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ.
“თუ ხოშტარიას დასამალი არაფერი აქვს და საქმე მართლაც მემვიკდრეობით დატოვებულ ჰონორარს ეხება, მაშინ ბუნებრივია გადმორიცხვების გასაჯაროვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, უკვე უდაო გახდება, რომ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოებიც, რათა ქართულამ სახელმწიფომ მაქსიმალურად დააზღვიოს რუსული რბილი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე”. – თქვა მდინარაძემ