23.11.2024

მარინა კალიურანდი – მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დოკუმენტზე ხელმოწერით გამოავლინონ გამბედაობა და კეთილი ნება

ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საგანგებო მიმართვას აქვეყნებს და ოპოზიციას მოუწოდებს, მმართველი პარტიის მაგალითს მიბაძოს.

„გულითადად მივესალმები პარლამენტის სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ხელი მოაწეროს კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ამჟამინდელი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოძიების მიზნით, ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იყო მიღებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპრომისული დოკუმენტი მხარეებს სთავაზობს დაბალანსებულ გამოსავალს, რაც საქართველოში ყველა პოლიტიკური მხარის ინტერესებს ითვალისწინებს. მოსალოდნელიც არის, რომ ძირითადი ყურადღება მიმართული იყო მმართველი პარტიისკენ. ახლა, როცა მან გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მე სერიოზულად მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც არჩევნების შემდეგ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, რომ ამ დოკუმენტზე ასევე ხელმოწერით გამოავლინონ იგივე გამბედაობა და კეთილი ნება. ისტორიამ გვასწავლა, ბევრ სიტუაციაში, დიდმა სახელმწიფო მოღვაწეებმა იცოდნენ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება არაპოპულარული ჩანდეს, ზოგჯერ საჭიროა ქვეყნისთვის უფრო დიდი სიკეთის მისაღწევად“, – ნათქვამია მიმართვაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img