23.11.2024

მარინა კალიურანდი-ჩვენ ვაღიარებთ ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას, რომ საერთო ჯამში არჩევნები იყო დემოკრატიული, წერტილი

კომპრომისს ვერ შეათანხმებს ევროკავშირი, დანიელსონი ვერ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს და ქართველი პოლიტიკოსების სახელით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს, ეს უნდა გააკეთონ ქართველებმა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროცესში უფრო მეტს ელოდება მმართველი პარტიისგან, რომელსაც აქვს ძალაუფლება. თუმცა, ევროპარლამენტარის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არ უნდა სცეს პატივი და უნდა დაიკავოს ისეთი პოზიცია, რომელიც არ გამოხატავს პატივისცემას მმართველი პარტიის ქმედების მიმართ.

„ერთობლივ განცხადებაში ჩვენ გავაკრიტიკეთ საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, ვინც მონაწილეობდა ევროკავშირის შუამავლობით გამართულ მოლპარაკებებში, რადგან შუამავლობას მხოლოდ ევროკავშირი ვერ შეძლებს, კომპრომისს ვერ შეათანხმებს ევროკავშირი. ბატონი დანიელსონი ვერ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს და ქართველი პოლიტიკოსების სახელით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს, ეს უნდა გააკეთონ ქართველებმა. ცხადია, პირველ რიგში, ჩვენ ვუყურებთ მმართველ პარტიას, რომელსაც აქვს ძალაუფლება და მათგან ოდნავ მეტს ელოდები, ვიდრე სხვებისგან.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არ უნდა სცეს პატივი და უნდა დაიჭიროს ისეთი პოზიცია, რომელიც არ გამოხატავს პატივისცემას იმის მიმართ, რასაც აკეთებს მმართველი პარტია. ასე რომ, ეს უნდა იყოს დაბალანსებული პროცესი. ვალდებულება უნდა იკისროს ორივე მხარემ. დიახ, პირველ ნაბიჯებს ველოდები მმართველი გუნდისგან, მაგრამ დანარჩენები ამას პატივისცემით უნდა მოეკიდონ და შეასრულონ შეთანხმება.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქათველოს შიდაპოლიტიკური საკითხი. ეს უფრო ფართო საკითხია და ევროკავშირის და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს ეხება. ეს ეხება საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მომავალს, ეს ეხება საქართველოს ერის მომავალს. ვიცი, ეს ლოზუნგივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა, რადგან ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის დღის წესრიგის მთავრ საკითხებს შორის, დამიჯერეთ, ჩვენ გვაქვს  სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი – პანდემია, ეკონომიკა, მიგრაციის კრიზისი და მწვანე ენერგეტიკა, კლიმატი და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს მხოლოდ მაშინ განვიხილავთ, როდესაც ხდება კრიზისი. ევროკავშირი გადაღლილია აღმოსავლეთ პარტნიორობით. ამიტომ ევროპა უსასრულოდ არ შემოგთავაზებთ შუამავლობას და არ გააგრძელებს მაღალი დონის ვიზიტებს. უფრო მეტს არ უნდა ელოდოთ, ვიდრე ახლა არის. ახლა თქვენ გაქვთ პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობა, უფრო მაღალ დონზე ვეღარ ავალთ. ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რამდენად არის ამ საქმეში ჩართული ევროკავშირი და ამაზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილება.  ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა, რომ დროა, პირობითობის პრინციპზე გადავიდეთ. თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორემებს და ევროკავშირთან ინტეგრაციას და ამ დროს ვერ ვხედავთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საქართველოს მხრიდან, მიშინ ჩვენ პირობები უნდა დავაწესოთ“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ამასთან, მან ისაუბრა საქართველოში 2020 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც და აღნიშნა, რომ პატივს სცემენ და აღიარებენ ეუთო/ოდირის გდაწყვეტილებას.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა საშუალება, მონიტორინგი გაგვეწია არჩევნებისთვის. სამწუხაროდ, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩასვლა ჯერ კიდევ არ შეგვიძლია. იმედია, ეს შემოდგომაზე შეიცვლება. სწორედ ამიტომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვაღიარებთ ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას. ოდირი იყო ცალსახა – არჩევნებს ჰქონდა პრობლემები, მაგრამ საერთო ჯამში არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული, წერტილი. ქართველმა ხალხმა სათქმელი თქვა, მანდატი მისცა ქართველ პოლიტიკოსებს და ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკოსმა მანდატი არ აიღო, რადგან თუ შენ გინდა ცვლილებები და რეფორმები გსურს, უნდა იყო პარლამენტში. პარლამენტს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ეს არის ერთადერთი გზა დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img