21.11.2024

მარტში საარსებო მინიმუმი შემცირდა და 201 ლარი გახდა

2021 წლის მარტში, საარსებო მინიმუმი შემცირდა და 201 ლარს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საარსებო მინიმუმი, რომელიც იმ მინიმალურ სასურსათო კალათას ზომავს, რომელიც საშუალო მომხმარებელს თვის განმავლობაში სჭირდება, 178 ლარსა და 10 თეთრს შეადგენს, რაც ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 3,8 ლარით გაიზარდა და 201 ლარი შეადგინა, თუმცა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით არის შემცირებული. შარშან მარტში საარსებო მინიმუმი 206,1 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, მარტში თებერვალთან შედარებით 3,4 ლარით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 174,7 ლარის ნაცვლად 178,1 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 182,6 ლარს შეადგენდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img