11.01.2025

მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილი ინსტიტუტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა, უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შესვლის გამო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სასესიო დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შესვლამ „უხერხულობა“ შექმნა.

აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პრეზიდენტის მოხსენების დროს, სასესიო დარბაზის ე.წ. გალიორკაზე არიან განთავსებულნი.

მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, სხდომათა დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შესულიყო, პლენარული სხდომის დაწყებისას განცხადება გააკეთა.

„გარკვეული უხერხულობა შეიქმნა მისიის წარმომადგენელთან დაკავშირებით, რომელთანაც უკაცრავად. მინდა მას, ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, პატივისცემა დავუფიქსირო და გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ, პირველ რიგში, სოლიდარობა, პატივისცემა, მაგრამ როდესაც ინსტიტუტის პატივისცემას ვერ ვხედავთ, ეს არის ძალიან ცუდი. პირველი შემთხვევა იყო რიგგარეშე სხდომის მოწვევის მცდელობა, მეორე კი როცა უხერხული მდგომარეობა შეიქმნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რაც ვიხილეთ. მგონია, რომ მსგავსი პრეცედენტები აღნიშვნას საჭიროებს, რომ არ შეიქმნას მომავალში ასეთი ფაქტების ტენდენცია. ამიტომ იმ უხერხულობისთვის, რომელიც ახლა შეიქმნა, უკაცრავად მისიის წარმომადგენელთან და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მას და მის ხალხს სოლიდარობასა და პატივისცემას“, – განაცხადა მდინარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img