რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ინფორმაციას Bloomberg-ი პოლონურ მედია Onet.pl-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამჟამად რუსეთის მიერ პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა, Onet.pl-ის ცნობით, მათ ინფორმაცია პოლონეთის მთავრობაში რამდენიმე წყარომ და ქვეყანაში უდიდესი გაზის კომპანიის, PGNiG SA-ს წარმომადგენლებმა დაუდასტურეს.