ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძის კიდევ ერთი წარმატება. ქართველი მსახიობი გერმანული ტელეარხი ZDF-ის მინისერიალში „ექიმი ბალუზი“ მთავარ, ექიმის როლს თამაშობს. 6-სერიანი დრამის პრემიერა 8 აპრილს შედგება.
სერიალმა „მაკმაფიამ” (McMafia), სადაც მერაბ ნინიძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, „ემის” ჯილდო მოიპოვა. „ემის” დაჯილდოება 2020 წლის 25 ნოემბერს გაიმართა. „მაკმაფიას” ჯილდო საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში ერგო. ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე პრიზი სერიალის რეჟისორს ჯეიმს უოტკინსსა და შემოქმედებით ჯგუფს გადაეცა.