მე იმას ვფიქრობ, რომ ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, ყველა ინტსიტუციაში არსებობს პრობლემა, მაგრამ ამას აღიარება და დაძლევა სჭირდება.
,,მე იმას ვფიქრობ, რომ ის რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა,ალბათ უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ეს პრობლემები, რომლებიც არის, ალბათ არის. არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე , უბრალოდ ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა, ამას სჭირდება აღიარება, იდენთიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის, სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.