22.11.2024

მეუფე პეტრე შესაძლოა ეკლესიიდან განკვეთონ – რატომ იკრიბება სინოდი 11 თებერვალს? primetime.ge Exclusive

„ხუთშაბათს, 11  თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რა საკითხს განიხილავენ წმ.სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები.

საპატრიარქოდან ჩვენი წყარო ამბობს, რომ სინოდის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხს განიხილავენ.

სავარაუდოდ, მეფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთავენ, რის მიზეზადაც იმ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სახელდება, რომელიც 2019 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე მის მიმართ გამოიტანეს.

2019 წლის 31 ოქტობერს წმ. სინოდმა განაჩინა, რომ: „მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი), რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“.

დღესვე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ

“საგანგებო განცხადება!!!კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ – ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველიერარქის არჩევნების დანიშვნას, რაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს მოკლე ვადებში მწყემსმთავრად დადგინებას ემსახურება. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, იმისათვის, რათა კრემლის განზრახვა სრულყოფილად განხორციელდეს, აღნიშნული მზაობის ხელშეწყობისათვის იგეგმება დამატებითი საეპისკოპოსო კანდიდატების გამორჩევა, რომელნიც საწყისშივე მოტივირებული მისიით იმოქმედებენ რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის სინოდში. ეს არის რუსეთის მიერ ერთგვარი შურისძიება მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მიერ რუსეთის ეკლესიისათვის საპროტესტო ნოტის გაგზავნის გამო, რაც პატრიარქის კურთხევით განხორციელდა. ჩვენი ძალისხმევით ამ წერილმა საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა, რამაც რუსეთის საპატრიარქო დიდად გააღიზიანა.გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას მავანთა დანაშაულებრივი მიზნების გამო და საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში გაბატონებულ ძალებს მოვუწოდებთ, რომ ხელი აიღონ მზაკვრული და მოღალატეობრივი გეგმის სისრულეში მოყვანისაგან და ნებისმიერი გადაწყვეტილების გზაზე მოქმედებისას დაეყრდნონ წმინდა წერილს, საღვთო გარდამოცემას, საეკლესიო ტრადიციასა და სჯულის კანონის ღვთივსულიერ პრინციპებს! აგრეთვე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მიტროპოლიტ შიოს – ნებაყოფლობით დატოვოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თანამდებობა და თავიდან აარიდოს დედა-ეკლესიას მოსალოდნელი საფრთხეები და ინტრიგები, რომლის თანამონაწილეც წინააღმდეგ შემთხვევაში თავადაც გახდება.ვსასოებთ ყოვლადმოწყალე და მარადიულ მღვდელმთავარ იესო ქრისტეს, რომ ეკლესია, ერი და საზოგადოება თავიდან აირიდებს ხსენებულ ბოროტებასა და ფატალურ ხვედრს, რომელსაც მართლმადიდებლობის “ველიკოძერჟავული” აგრესიით მომართული მტრები მას უქადიან.”

რას ამბობენ საპატრიარქოში

აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქ მიმართვა გაავრცელა და ინფორმაციას “ფანტაზია” უწოდა

“ჟურნალისტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”, — დაწერა მან.

რა არის რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია

რელიგიის ექსპერთა ასოციაცია წარმოადგენს თეოლოგთა, ეკლესიის ისტორიის და საეკლესიო საკითხების მკვლევართა გაერთიანებას, რომლის მიზანია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების დაკვირვება და შეფასება.

სინოდის ბოლო სხდომიდან თითქმის 1 წლის შემდეგ, 11 თებერვალს მღვდელმთავრები საპატრიარქოში ისევ შეიკრიბებიან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img