Reuters-ის ინფორმაციით, მიგრანტების ნაკადების შეჩერების მიზნით, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ ბარიერის მშენებლობა დაიწყო.
3 ივლისს ლიეტუვის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა ბელარუსის მხრიდან მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის, აგნე ბილოტაიტეს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის შემოღება არა გაზრდილ საფრთხეს, არამედ ლოგისტიკისა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას უკავშირდება.
თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკო ცდილობს მიგრაციის საკითხი იარაღად გამოიყენოს, რათა სანქციების საკითხზე ლიეტუვის მტკიცე განწყობა შეასუსტოს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს 822 არალეგალი მიგრანტი შეეცადა ბელარუსიდან ლიეტუვაში შესვლას, რაც ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე 2020 წელს.