21.11.2024

მიხეილ ყაველაშვილი – ივანიშვილს უნდა ვკითხოთ, ხომ არ შეხვედრია კელი დეგნანს ომის დაწყების შემდეგ

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ “ჩნდება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ”.

ყაველაშვილის თქმით, “იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა”.

ყაველაშვილი ეჭვს გამოთქვამს, “რამე ხომ არ მოსთხოვეს ივანიშვილს ამ შეხვედრებზე, ხომ არ ხდება შანტაჟი”.

“მე რომ გავემიჯნე ქართულ ოცნებას, ამის პირობაზე გავემიჯნე, რომ საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდი. წრედი იკვრება. ევროპარლამენტის რეზოლუცია შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, თქვენ არავინ ხართ, მონები ხართ და ერთი ადამიანი გმართავთო, ეს ჩაწერეს პირდაპირ რეზოლუციაში და ამაზე პასუხი არ შეუძლია გასცეს პრემიერს? ეს რა მონური დამოკიდებულებაა? წრედი იკვრება – 20 ივნისი, 3 ივლისის მოთხოვნები, ეს მხარდაჭერა კელი დეგნანის, არასამთავრობო ორგანიზაციები, გადახდილი ფული ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან, ეს კითხვები იბადება, რომ რაღაც ძალას სურს და ფაქტია, ეს 6 თვეც ამიტომ გადაიდო, რომ ამ ძალამ ვერ შეძლო რევოლუციური სცენარის განვითარება.

აქედან გამომდინარე ახლა იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა.

იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა, ამ ეტაპზე მე ამაზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება ამაზე საუბრის, თუმცა, თუ კითხვებზე პასუხი არ გაეცემა, მივმართავთ ბიძინა ივანიშვილსაც, რადგან კითხვები სახელმწიფოს ეხება. ვალდებულია (უპასუხოს), ადამიანს ქვეყნის განვითარებაში ხელის შემშლელად აღიქვამენ და ეს რას ნიშნავს?!

ხომ არ იყო პირდაპირი კავშირი კელი დეგნანსა და ივანიშვილს შორის? ამ ადამიანს პირდაპირ შეეხნენ. ივანიშვილის პასუხი არ გაინტერესებთ? მე მაინტერესებს, ამ პროცესში განზე როდემდე უნდა იყოს, სახელმწიფოს განვითარებას ეხება, ეს ადამიანები არ ჩერდებიან, აგრძელებენ გაურკვეველი მიზეზების ძიებას და დროა გამოვიდეს და პასუხი თქვას”. – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img