5-6 ივლისს, თბილისში რუსთაველის გამზირზე მომხდარ მოვლენებს ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი აფასებს.
მისი თქმით, “ასეთი ძალადობრივი მოვლენები ჩვენს სახელმწიფოს და ქრისტიანობას ჩრდილს აყენებს”. მიტროპოლიტის განცხადებით, საპატრიარქოს შესაბამისი კომისია, სავარაუდოდ, იმსჯელებს იმ საკითხებზე, რაც 5 ივლისს მოხდა.
“საპატრიარქოს აქვს კომისია და იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომელიც ამ დღეებში გამოჩნდა ძალიან ცუდად. გასარკვევია ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ. ასეთი მოვლენები ჩვენს სახელმწიფოს აყენებს ჩრდილს,”- აღნიშნა მიტროპოლიტმა.