,,გაზმა გაჟონა სახლში, როცა კორონა მქონდა. მეგონა არავინ მოვიდოდა. მაინც დავრეკე 114-ზე. მალევე, კართან რამდენიმე გმირი გაჩნდა. მერე საუბრისას გავარკვიე, რომ მეთაურებმა, თურმე რვავე საუკეთესო აბჯარით, ცალკე იზოლირებული სახლებით და უახლესი იარაღებით აღჭურვეს, რომ სპეციალურად კორონავირუსით დაინფიცირებულ და იზოლაციაში მყოფ აბონენტებს მოემსახურონ.
ასე რომ, როგორც კი ვინმეს მათი დახმარება სჭირდება, ეს გმირები წამსვე ადგილზე ჩნდებიან. არც ბოროტ კორონას უფრთხიან და არც ინფიცირებულებს არიდებენ თავს. ასე აბჯარ ასხმულები იმაზე ზრუნავენ, რომ ჩვენი პატარა ქალაქის მცხოვრებლები, თბილ სახლებში უსაფრთხოდ იყვნენ.
მათ სახეზე ვერც ვერავინ ცნობს.. მხოლოდ მათი სახელები ვიცით – დათო, გელა, გიორგი ოთარი და ა.შ. ასეთია გმირების ხვედრი… ისინი უბრალოდ ხალხის სამსახურში არიან. მალე გველეშაპი დამარცხდება… ცხოვრებაც ჩვეულ რითმს დაუბრუნდება და იმედია ჩვენს გმირებს უფრო უკეთ გავიცნობთ”
შენიშვნა: კოვიდდადებითი პაციენტების მომსახურებისთვის, კომპანიას სპეციალური ჯგუფები ჰყავს შედგენილი, რომელთა წევრებიც 2 კვირიანი ინტერვალით მორიგეობენ და ამ ხნის განმავლობაში იზოლირებულად, ორგანიზაციის მიერ ნაქირავებ ბინებში, ცალ-ცალკე, კარანტინის წესით ცხოვრობენ.
წყარო: facebook/თათა მურადაშვილი.
არ გამოტოვოთ:
- თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ
- საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები
- განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება
- The Telegraph-უსინათლო ქალი AI ოპერაციის შემდეგ ნორმალურზე უკეთესად ხედავს.
- AI – საქართველოს, Gen Z-ის და პოლიტიკური სახეების შესახებ.