03.12.2024

მოსამართლეებთან იმართება რუტინული შეხვედრები და თუ ვინმეს სურს სკანდალი შექმნას, ალბათ ეს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ხდება – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ მიღებულ კრიტიკას უპასუხა.

დეგნანის თქმით, აშშ-ის საელჩოში ქართველ მოსამართლეებთან, პროკურორებთან რუტინული შეხვედრები ყოველთვის იმართება.

„ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი მეგობრობა საქართველოსთან და როგორც კარგ მეგობრებს სჩვევიათ, ჩვენ ზოგჯერ ერთმანეთს არ ვეთანმებით. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს ამ აზრთა სხვადასხვაობაზე და ამას, როგორც წესი, პირად საუბრებში ვაკეთებთ, რაც ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

ჩვენ გამოვაქვეყნეთ ოფიციალური განცხადება და გამოვთქვით შეშფოთება განაჩენის დროულობასა და ბრალდებებზე. აღსანიშნავია, რომ აშშ არ იყო ერთადერთი, ვინც ასეთი შეშფოთება გამოთქვა. ასეთები იყვნენ სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მეგობრები. ასე რომ, ეს არ მომხდარა ფარულად.

აშშ დიდი ხანია მუშაობს საქართველოს მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად, მისი გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოიცავს უამრავ აზრთა გაცვლა-გამოცვლას ამერიკელ ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რუტინული შეხვედრებია და თუ ვინმეს სურს, რომ აქედან სკანდალი შექმნას, ალბათ ეს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ხდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img