22.11.2024

მსოფლიოში წუთში 11 ადამიანი შიმშილით იღუპება – Oxfam

ორგანიზაცია Oxfam-მა კვლევა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, მსოფლიოში ამჟამად 155 მილიონი ადამიანი შიმშილობს. ერთ წუთში მსოფლიო მასშტაბით შიმშილით 11 ადამიანი იღუპება. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

სურსათის უკმარისობას წელს 20 მილიონით მეტი ადამიანი განიცდის, ვიდრე 2020 წელს. ყველაზე პრობლემური ვითარებაა იემენში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ავღანეთსა და ვენესუელაში. ამ ქვეყნებში სასურსათო კრიზისი ადრეც არსებობდა, მაგრამ პანდემიამ ის გაამწვავა.

კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შიმშილისგან მსოფლიოში მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე COVID 19-ით. კორონავირუსისგან დაღუპულთა რაოდენობა წუთში 7-ს შეადგენს.

Oxfam-ის ინფორმაციით, შიმშილი 3 ძირითადი მიზეზი გამოიკვეთა:შეიარაღებული კონფლიქტები, კლიმატური კატაკლიზმები და COVID-19.

„იმის ნაცვლად, რომ პანდემიასთან ებრძოლათ, ეს ქვეყნები ერთმანეთს ებრძოდნენ. შიმშილს შეიარაღებული ჯგუფები იარაღად იყენებენ, ისინი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად აფერხებენ“, – აღნიშნულია დასკვნაში.

ორგანიზაციის დასკვნაში აღნიშნულია ასევე ისიც, რომ პანდემიის მიუხედავად, სამხედრო ხარჯები მსოფლიოში 51 მლრდ დოლარით გაიზარდა. ეს თანხა 6-ჯერ აღემატება იმას, რაც გაეროს შიმშილის შესაჩერებლად სჭირდება. პანდემიის შედეგად მსოფლიოში სურსათის ფასი 40%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img