26.11.2024

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ხვალ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 26 მაისს ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ყველა იმ ჩართულ ადამიანს ამ ბრძოლაში, ვინც აქ მოდის და ვინც კიდევ შემოგვიერთდება მომავალში, ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში, კოლონით – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგების აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთანმა განაცხადა.

ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ კომპანიას არ უნდა მიეცეს ხეობაში სამუშაოების გააგრძელების საშუალება.

რიონის ხეობაში წასვლამდე კი, კი აქცია ხვალ, 26 მაისს 16:00 საათზე თბილისში გაიმართება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ 16:00 სთ-ზე ისევ ვაჩვენოთ აქ ჩვენი ძალა, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, გამოვლენის ის პროცესი, რომელიც პრაქტიკულად უკვე ნახევარი წელია მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას და დავანახოთ საკუთარის სახე, თავი სარკეში, რომ ის არის კანონგარეშე და ამის შემდეგ ჩვენ დავიძრებით რიონის ხებაში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოოთ ამ პროცესს. ვიცით, რომ კომპანია 24 საათის განმავლობაში ანგრევს ხეობას, ხდება საზოგადოებრივი აზრის არგათვალისწინება, რომელსაც არგუმენტები უდევს საფუძვლად, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ამიტომ, ვალდებული ვართ, ბრძოლის წინა ხაზზე დავდგეთ თითოეული ჩვენთაგანი. ამ შემთხვევაში ბრძოლის ხაზი გადის რიონის ხეობაში.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 26 მაისს ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ყველა იმ ჩართულ ადამიანს ამ ბრძოლაში, ვინც აქ მოდის და ვინც კიდევ შემოგვიერთდება მომავალში, ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში, კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულმა და დიდი არგუმენტაციით იმ პროცესისა, რომ მთლიანად გაშიშვლებულია უკვე ყველა პროცესი, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მივიდეთ იქ და უშუალოდ ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას რიონის ხებაში. არ მივცეთ მათ იმის საშუალება, რომ ახლა იმით ისარგებლონ, ჩვენ აქ დისკომფორტი შევუქმნათ იგივე ჩვენს თანამემამულეებს და მათ იქ ხეობის ნგრევა გააგრძელონ. პროცესი აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც დღეს გამოვლინდა, აღარ რჩება არავის სივრცე იმისა თქვას, რომ რაც დღეს რიონის ხეობაში ხდება, კანონიერია და ეს პროცესი ასე უნდა აგრძელდეს. ამის თქმის მორალური უფლება ხელისუფლებამ ბოლომდე ამოწურა“,-განაცხადა გოლეთიანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img